
გადავწყვიტე! გამოცდებს რომ ჩავამთავრებ ოთახს დავალაგებ!
მიხარია, უკვე 21 წლის ვარ და ვხედავ როგორ ნათლად ხდება ჩემში ღირებულებების გადაფასება. მიზნები და მისწრაფებებიც შეიცვალა, თუმცა ბრძოლის ველზე კვლავ ნაკლებად ვიბრძვი : ( /ეგეც არაფერი, "მომავალი სემესტრიდან კარგად სწავლას ვიწყებთ" -პრინციპით გამოსწორდება/.
გართულდა რიგი საკითხები:
- ცოტა მეტი ვიცი
- ცოტა ნაკლებად მჯერა
- ცოტა ნაკლებად ვენდობი
- ცოტა უფრო ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე
- ცოტა უფრო მალე მბეზრდება
- მყავს ბევრი მეგობარი და ცოტას ვენდობი
- ვარდისფერი ფერი თითქმის აღარ მიყვარს
მე და შენ მაგარი გოგოები ვართ!
რაც არ უნდა მოხდეს, მთავარია გული არ გაიტეხო, გჯეროდეს და მიაღწევ.
მერე რა ხანდახან "ნევერლენდში" თუ ვმოგზაურობთ : )))
No comments:
Post a Comment