ყველაზე მაგარი ძმა მყავს მთელს დედამიწის ზურგზე! ახალი ჩანთა, საფულე და ჩექმები მაქვს. ყველაზე ლამაზები ^_^ ❀ ❁ ✿
საყვარელია ლევანის ეკაც ツ ლამაზი მინანქრის ბეჭედი მაჩუქა. მანქანაში უცებ მაჩუქა
და გაიქცა ツ საყვარელი პატარა გოგო!
ანი მარტო მოვიდა - დათო არ წამომყვაო... ლამაზი საყურეები მაჩუქა.
ჩემი ანი ყველაზე კრეატიულია! ჩემი ოცნებები გააერთიანა და გულზე "დამკიდა" ㋡
ჩემმა დეიდულამაც ჩანთა მაჩუქა, ლამაზი, იასამნისფერი. ✌
ეკამ სუნამო მაჩუქა - რომელიც ძალიან მომწონს! იგივე - მხოლოდ მამაკაცის ახალ წელს გოჩას ვაჩუქე ㋡
გიომ და ელემ კულონი მაჩუქეს, ლამაზი და საყვარელი. ელისო ისეთი გამოპრანჭული იყო - მისი დაბადების დღე გეგონებოდა.
ლევანის "ძმები" იყვნენ, დაბადების დღე მომილოცეს :) და დიიიდი თაიგულით...
ნუ კიდევ ბევრი საჩუქრები მივიღე და კიდევ ბევრი სტუმრები იყვნენ.... ზოგმა დამირეკა და ისე მომილოცა...
მაგრამ ყველას ვიცი რომ გაინტერესებთ :) მან სუნამო მაჩუქა. მისი ხათრით "მივისხურებ" ხოლმე ❤
P.s. დიდი ხანია პოსტში ჩამატება მინდოდა და მხოლოდ დღეს მოვახერხე. მეგონა CHANEL მხოლოდ იმ ერთადერთი არომატით იყო რასაც "დიდი დეიდები" ისხურებდნენ და მოტკბო სურნელი ასდიოდათ. როცა ვნახე საჩუქარი - ვიფიქრე, მაჩუქა იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, ანუ თვლის რომ მეც "ყველა" ვარ... თუმცა რომ გავხსენი სასიამოვნო სურნელი იყო. სულაც არ იყო ის CHANEL რაც მე ვიცოდი. ახალი სხვა, თითქოს სიცოცხლით სავსე : ) ძალიან მომეწონა! მადლობა ჩემო ტკბილო!
No comments:
Post a Comment