რაღაცნაირად მომინდა დღევანდელი "ვოიაჟი" მომეყოლა თქვენთვის...
კარი გამოვაღე და კიბეებზე ავრბოდი, როცა უკან მოიკეტა და მოჯახუნდა. დაცვას გაეღვიძა:
- გოგონა სტუდ ბილეთი გაქვს?
- რა თქმა უნდა! - თუმცა არც გავჩერებულვარ.
ფრთხილად დავაკაკუნე კანცელარიის კარზე და მერე შევაღე.
- გამარჯობათ, გუშინ დანართი დავტოვე ხელმოსაწერად.
- რა დატოვე?
- დანართი, დიპლომის დანართი - ქულები რომ წერია შიგნით.
- ააა ხოოო....
- მოაწერეს ხელი?
- კი, მაგრამ გვარი? ვისი დანართი გინდოდა?
- ნოზაძე, Noe Nozadze
- ნოზაძე, ნოზაძე... კარგი ხალხი ხართ ნოზაძეები.
- არა მე ქეთევანი ვარ! ქეთევან გორდეზიანი.
- რაა?
- ნოე ჩემი მეგობარია, მე ქეთევანი მქვია.
- ნოე ქვია მამას? საიდან ხართ?
- მე ქეთევანი ვარ! - გამოვსტაცე ხელიდან დანართი - მეათეზე მეთითონ გავატარებინებ ჟურნალში.
აშკარად ვერ გაიგო რა ვუთხარი, ისე მიღიმოდა. გამოვიკეტე კარი და წამოვედი.
ლიფტში მარტომ ვიმგზავრე - ოღონდ ახლა არ გაიჭედოს!
ჯერ დანართის გატანის წერილზე ხელმოსაწერად შევედი.
- რა აიღე?
- დანართი, მიმაქვს და გუშინ მითხრეს ხელი უნდა მოაწეროო.
- კარგი გვარს ჩავიწერ.
- ჩემი თუ ნოესი?
- გვარი შეიცვალე? ასე როგორ შეიძლება! ასე არ გაგატანთ, ქორწინობის მოწმობის ასლი ან ახალი პირადობა მინდა, აგეღო ჯერ ეს დანართი და მერე შეგეცვალა!
- ჩემი გატანილი მაქვს, ეს ნოესია. უბრალოდ ხელი უნდა მოვაწერო რომ გამაქვს.
- ნოე ვინაა?
- ჩემი კურსელი.
- გეთქვა მერე! მე მეგონა ახალ დანართს მთხოვდი!
- ჩემი სახელი და გვარით მოვაწერო ხელი?
- როგორც შენ გინდა.
რა თქმა უნდა ქეთევან გორდეზიანი დავწერე ^_^
ჩხენკელი დავინახე და კაბინეტში შევედი.
- სადაა შენი პადრუგა?
- ეკა?
- არა აი ის გოგო, ბიჭთან ერტად რომ დადის ხოლმე.
- ხო, Ekaterine Kobiashvili და Nodo Gujabidze არიან
- იყვნენ, მაგრამ სად არიან?
- მუშაობენ, მოვლენ მერე...
- კარგი გადაწერე მოცემულობა, მოიძიეთ მასალები და უთხარი იარონ.
შემდეგ ცხრილში ქალაქგეგმარება ეწერა... სურვილის არ ქონის მიუხედავად კარი მაინც შევაღე.
- ვის ეძებ?
- არავის, თქვენი ლექცია მაქვს.
- შემოდი და გვარი?
- გორდეზიანი, ქეთევან გორდეზიანი.
- რომ არ მხსოვხარ?
( რომ არ გახსოვდი მაგიტო დამიწერე 41 ქულა...)
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან გაქვს ლექცია?
- კი... აი დავინახე გორდეზიანი! ოღონდ ქეთევანი მქვია, აქ კი ეკატერინე წერია შეცდომით.
- შეცდომით კი არ წერია არ იცი რა გაქვს... ცოტაა შენსავით გზააბნეული ამ აკადემიაში?!
- არა ნამდვილად მე ვარ. აი კობიაშვილი, გუჯაბძე, Марям Дадунашвили.... ესენი ჩემი ჯგუფელები არიან...
- კარგი, გადაგასწორებ... აჰა დავწერე ქეთევანი, მაგრამ ეს ჩხენკელის ჯგუფია. ხომ გითხარი არ გიცნობთქო...
- მე ქალაქგეგმარება მაქვს ეხლა.
- აჰა... ერთიდაიგივე ცხრაჯერ უნდა მალაპარაკოთ ხომ?
- კარგით, წავალ და მერე მოვალ.
- არსად არ წახვალ, არაფერი თქვენ არ იცით... არც დადიხართ, რას გინდათ საერთოდ მიაღწიოთ მე არ ვიცი!
"მარშუტკაც" უჩვეულო შემხვდა. მძღოლი აბსოლიტურად მშვიდი იყო, აი მის უკან მჯდომარე ქალი კი აქტიური....
- შეხედე სად მოდის, არ უნდა დაუსიგნალო?
- დაწყნარდით ქალბატონო...
- ნახე ისე ჩავიდა ფული არ გადაუხდია, არ უნდა გალანძღო? საყვედური მაინც გეთქვა!
- ქალბატონო იქნებ ფიქრებში იყო გართული და დაავიწყდა გადახდა, პატიოსანი ყმაწვილი ჩანდა - გამოექომაგა მეორე.
სანამ მარშუტკაში ამ ქალის რჩევა დარიგებები ისმოდა, ძველი მერიის წინ RANG ROVER დავინახე, სანომრეზე მხოლოდ K ეწერა... გავერთე და ფიქრებში წავედი... ჩემსას KGG ან k.Gordeziani ეწერებოდა...
ავლაბარში ვიყავით უკვე რომ გამოვფხიზლდი... რთულად, მაგრამ ღიმილით გამოვერკვიე - ჩვენი აქტიური ქალბატონი რადიოს აჰყოლია და " ქალს ერთი უნდა უყვარდეს" ცოცხალი შესრულება იყო :)
No comments:
Post a Comment