Monday, April 15, 2013

15/04/2013

ვიფიქრე, გეყო ქეთევან, ქაჯივით იქცევი, შეხვდი ერთხელ, კიდევ რამდენი ხანი უნდა იძახო - არ მცალია, თუნდაც ნახევარი საათით.

დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე ვიყავი, მანქანაში ვიჯექი და ძალიან ვბრაზობდი მის არაპუნქტუალურობაზე. ნახევარი საათი ველოდე... კაფე-ბარები გადაჭედილი იყო, რა თქმა უნდა ამაზე უარესად გავბრაზდი. მე შეხვედრაზე დავთანხმდი და მან არაფერზე იზრუნათქო. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა რომ მე მანქანით ვიყავი, "ვითომ" ჯელტმენობა გამოიჩინა და  სახლამდე მანქანით მიმაცილა. თან გზაში საერთოდ მოურიდებლად - ნინის უნდა გავუაროო - ჩაისვა "ვიღაც" გაწეწილ თმიანი გოგო მანქანაში და ასე გამომყვა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში. თუმცა სვეტაფორმა დამიჭირა და ლაშაც გვერდით დამიდგა, მისი მანქანიდან კი ხუჭუჭა თმიანი გოგო გამალებით მიქნევდა ხელს და მიცინოდა. როგორც იქნა მივედი სახლში....

მიუხედავად ჩემი არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულებისა მისდამი, ასევე ბევრი უარის შემდეგ მეორედაც შევხვდი. ამჯერად ათიოდე წუთი მომიწია ლოდინი.

სანამ კაფეში შევიდოდით ალკოჰოლის სუნი მეცა, მოურიდებლად ვკითხე - სად დალიე? უბრალოდ დამაინტერესა, სამსახურიდან მოვდივარო რომ გეკითხა... სამსახურში დავლიეთ ცოტა -ასევე დაუფარავად მიპასუხა. კაფეში პირისპირ დავჯექით, სანამ ოფიციანტი მოვიდოდა ხელზე ხელი მომკიდა და მაკოცა. შევცბი, მისი გამბედაობა ალკოჰოლს დავაბრალე. თუმცა გავბრაზდი - როგორ გამიბედათქო...

მენიუ გადავშალე და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე ნაყინით. დაჟინებით მიცქერდა, მენიუში არც კი ჩაუხედავს. თითქოს დაიბნა როცა ოპიციანტმა კითხა თქვენ რას მიირთმევთო, მეც იგივე - დაუფიქრებლად უპასუხა.
საუბარი არ ეწყობოდა... როგორც იქნა მოიტანეს ჩვენი შეკვეთა.

ცხელ გულზე ცივი ნაყინის ჭამა დავიწყე. ჩემ თავზე გავბრაზდი - რატომ შეხვდი მეორედაცთქო. სანამ მე ჩემ თავს ვეჩხუბებოდი - მზერა ვიგრძენი, ოღონდ მე არ მიყურებდ,. ჩემს თეფშს უყურებდა ზიზღით აღსავსე თვალებით... ჭამა შევწყვიტე. თუმცა არ ვსაუბრობდით. მე დავარღვიე დუმილი - რატომ არ ჭამ? (არც მე ვჭამდი), კი ვჭამ და ნამცხვრის "ძიძგნა" დაიწყო. წავალ მეთქო. არა არა, ჩემ მეგობარს გაგაცნობო და სადღაც დარეკა.

ცოტა ხანში მოვიდა მაღალი, ჩემი შეფასებით ასაკით დიდი მამაკაცი, ხელში  მომცრო ზომის შავი პაპკით.

ლაშა ჩემ გვერდით გადმოჯდა და მომეყრდნო, ხელი მომხვია, შიგადაშიგ ლოყაზე მკოცნიდა... ახალ მოსული რაღაცეებზე საუბრობდა, თუმცა არც კი მახსოვს. ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე - რომ ამდენის უფლებას ვაძლევდი და ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი.

დაახლოებით ერთი თვე ან მეტი არ შევხვედრივარ... თბილისსში არ ვიყავი. ყოველ დღე მირეკავდა, მწერდა, უბრალოდ მკითხულობდა.

რომ ჩამოვედი კიდევ ერთი "ძმაკაცი" გამაცნო. მისი მანქანის მიმართ აღფრთოვანება არ დამიმალავს, თუმცა ჩემი დასკვნა იმის თაობაზე რომ "კარგი მანქანები მამიკოს დეგენერატ და გაუნათლებელ ბიჭებს" ყავთ არ დამვიწყნია. არც თავხედი და არც სნობი არ აღმოჩნდა ახალი ნაცნობი. პირიქით, სასიამოვნო პიროვნება იუმორის გრძნობით .

უკან მომავალ გზაზე ჩემს მანქანაში ვისხედით - უცებ მაკოცა. დავიბენი, გავბრაზდი და როგორც თითონ მითხრა გავწითლდი. "სხვისი ნაპირალი ჭიქიდან არ ვსვავ და შენ რატომ მაკოცეთქო", ბევრი იცინა. მე უფრო დავიბენი და გავბრაზდი - "გიყვარვარ?" მოულოდნელად ვკითხე. რა თქმა უნდაო და ჩამიხუტა.


მეთითონ არ ვიცი, სად ან როდის მოვასწარი ამ ღიპიანის ასე ყურებამდე შეყვარება, მაგრამ დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს!

გილოცავ სიყვარულის დღეს!

No comments:

Post a Comment