გილოცავ შემოდგომის პირველ დღეს!
ნეტა მარჯვენა ფეხით ადექი დილით? მგონი მარცხენათი. ერთი იდიოტის გამო მარშუტკაში ხურდების ძებნა და ჩანთაში ჩხიკინი მოგიხდა. სამსახურში კი უკვე მერამდენედ შენი მაგიდა -"ღორების სამუშაო მაგიდას" გავდა, რის გამოც ანდროს ვეჩხუბე (აშკარად საფუძვლიანად), თუმცა თითონ ვითომ ვერც გაიგო, დაჯდა თავის ადგილას და მუსიკის მოსმენა დაიწყო. აშკარად ნერვებს მიშლის! თან ძალით!გარდა ამისა MERCI-ს უგემრიელესი შოკოლადები დევს გვერდით მაგიდაზე და მე ხელს არ ვკიდებ... არ გეჭმევა და მოითმინეო - მითხრეს, ჰოდა ვითმენ.
ეს რა შემოდგომა დაიწყო, უკვე ვჩხუბობ და ნეტა გაგრძელება რა იქნება. იმედია არავინ შემომაკვდება ^_^
No comments:
Post a Comment