Tuesday, September 6, 2011

6 სექტემბერი

როგორ ვიპოვნო ცხოვრების აზრი საკუთარი ეგოისტური მიზნის მაგალითზე?!


ჩემი ყველაზე რთული ამოცანა!

ალბათ პირველ რიგში უნდა განვსაზღვრო დანიშნულება.
აი მაგალითად ზოგის მიზანია დაეხმაროს სხვებს, მოუაროს, შეუმსუბუქოს ცხოვრება... აქედან მოდის ისეთი პროფესიები, როგორიცაა მასწავლებელი, ექიმი, მედდა, ფსიქოლოგი, პროგრამისტი, მლესავი...

ალბათ ჩემი დანიშნულებაა შევქმნა უფრო ლამაზი, ჰარმონიული და კომფორტული სამყარო. ამიტომაც ვარ არქიტექტორი   = )


პრინციპში ჩემი პროფესიით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. უბრალოდ ბევრ და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. თუმცა "ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია" ხოდა მეც მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის : ) : D

No comments:

Post a Comment