Friday, September 23, 2011

ოცდასამი

არ ველოდი.... მართლა არ მოველოდი...
უფრო მეტკინა - ვიდრე მეწყინა. ასე თვალნათლივ, ასე ყველას თვალწინ, უსირცხვილოდ... პირიქით ალბათ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.
როდესაც იმ გადარჩეულ ოცდასამ ადამიანს შორის ჩემი ნახაზიც იყო - თავგამოდებით ვიცავდი - არაფერი ჩამიწყვია, ნახეთ ჩემიც იმ ოცდასამ ნახაზს შირისაათქო.
არვიცი, ესმოდათ თუ არა კომისიის წევრებს ჩემი ხმა,  მაგრამ გადაათვალიერეს გვარები, ჩემი ნახაზი ამოიღეს და სხვისი ჩასვეს.
გავოცდი, ხმას ვერ ვიღებდი. მარტო ის მესმოდა "წამო, წამო ხომ გეუბნებოდითო"...

.........
...........
..............

მაინც ბოლომდე მჯეროდა რომ რაღაც შეიცვლებოდა, სულ ასე ხომ არ იქნებათქო.
შედეგმაც არ დააყოვნა....
ოცდასამი ნიშანი ოთხმოც ქულას ზევით, დანარჩენი განურჩევლად შესრულების დონის, იდეის თუ განხორციელების მხრივ, თუ სხვა მრავალი არსებული კრიტერიუმების არსებობის გარეშე - ურთიერთ სოლიდარობის თუ გაურკვეველი მიზეზების გამო - ორმოცდათერთმეტი....

......
........
..........

ესეც ჩემი საყვარელი აკადემია ოდითგანვე დაწყებული და კვლავაც ვერ დასრულებული კორუფციის უმაღლესი დონით...

No comments:

Post a Comment