Wednesday, October 19, 2011

19/10/2011

ნერვოპათოლოგის მოლოდინში

არადა თითქოს ყველაფერი ბუნებრივია. ექიმთან მივედი, რიგში ველოდებოდი და როგორც ჩემს წიმ მომლოდინე ქალი და კაცი მეც ვბრაზობდი ურიგოდ შესულ მსუქან ქალზე!
ჯერ ქალი უნდა შესულიყო, მერე კაცი, მერე ჩემი ჯერიც დგებოდა...
ეს ქალი კარის გაღებისთანავე მივარდა იმ ურიგოდ შესულს და გამოლანძღა - რა ამბავია ამდენი ხნით შესვლა თან ურიგოდო. მერე კი მოგვიახლოვდა (ერთ დივანზე ვისხედით სხვა ექიმის მომლოდინე პაციენტებთან ერთად) ის ქალი ბოლო ყოფილა, პირველი შევარდა და ბლა ბლა ბალაააა.....
ამასობაში კაცმა ჩემი სახელი და გვარი ამოიკითხა იმ ფურცლიდან, რომელიც ხელში მეკავა და ნერვიულად ვათამაშებდი. დამიწყო ლაპარაკი, რა გაწუხებსო, რატომ მოხვედიო....
თოთონ აღიარა თვალი მითამაშებს და ალბათ ნერვოზის ბრალიაო =D =D =D =D
მერე "როგორც იქნა შეეტიათქო" ვიფიქრე და გამოსვლისთანავე მე შევარდი.
ექიმმა როგორც ყოველთვის ბლა ბლა ბლაააა.... (მგონი არაფერი გეშველება მაინცო იფიქრა)


გამოვედი და სამსახურში მომავალს გზად ის "ყმაწვილი" შემეჩეხა. როგორ ხარ, რა გითხრაო. მეც ცალყბად ვუპასუხე, ისე რომ არც გავჩერებულვარ და არც მისი ამბით დავინტერესებულვარ.
აი მე კიდე ძალიან ვნერვიულობო. ასეთი რა გითხრათქო?! (ვითომ ძალიან მაინტერესებდა). მაგან არაფერი, ცოლს გავშორდი, ბავშვს აღარ მანახებს და არ ვიცი რა ვქნაო....
(რომელი ფსიქოლოგი მე მნახა ნეტა, მაგრამ ალბათ ვინმესთან დალაპარაკება უნდოდა და გზად "შევეჩეხე"....)

არც გავჩერებულვარ ისე ვუსმენდი. ერთი ორჯერ კი მითხრა "რა სწრაფი სიარული გცოდნიაო", მაგრამ მე ვითომ ვერ გავიგე.
საბოლოოდ უნიკალური რჩევა მივეცი - სასამართლოში უჩივლე იმ შენ ცოლსთქო და წამოვედი.

აი ასეთი ქარიანი დღეა დღეს......

No comments:

Post a Comment