Thursday, October 20, 2011

ქარიანი დღე #2

დილით ტელეფონის ზარმა და საოცარმა წინადადებამ გამაღვიძა. ქეთინო შენი ექიმი ვარ და როგორ ხარო, ამ საოცარ "წოდებაზე" სასწრაფოდ გამოვფხიზლდი, კიდევ ერთხელ შევუძახე ქეთევანი მქვიათქო და მის კითხვაზე როგორ ხარ, რატომ არ გამაგებინეო - მოვალ და გეტყვით შემოვიფარგლე. გადავტრიალდი და ძილი გავაგრძელე.
ცოტა ხანში მესიჯი მივიღე გუშინ გაცნობილი პიროვნებისგან, ჩემი ჯანმრთელობით ინტერესდებოდა და მადლობას მიხდიდა მოსმენისთვის. (მგონი ამათ გონიათ ვკვდები)
სადმე დაგპატიჟებ როცა გეცლება მადლობის ნიშნადო - პასუხი რა თქმა უნდა - ჩემს შეყვარებულს არამგონია მოეწონოს იყო.

აშკარად ასე ჯობია, მირჩევნია ჩემთვის წყნარად ვიყო, ვიდრე სხვის ომში ვიბრძვოდე.


No comments:

Post a Comment