Monday, October 3, 2011

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

ნუთუ მართლა მეტი ვიცოდი და ეხლა?!
მქონია შმთხვევა, როდესაც ქუჩაზე სადაც პირველად ვიმყოფებოდი ჩემთვის ნაცნობი იყო. თითქოს ვიცოდი სად რა იყო იმ ქუჩაზე, გაოცებული დავდიოდი, ვნახულობდი ნაცნობ ადგილებს და საკუთარ თავს ვუმტკიცებდი "აი ხომ გითხარი, ვიცითქო!".
მქონია შმთხვევა, როდესაც დიალოგი რომელიც თითქოსდა "თემამ მოიტანა" ნაცნობი იყო. ვიცოდი მე რას ვეტყოდი და რა პასუხს მივიღებდი. ეს არ არის ინტუიცია, ეს რაღაც სხვაა....
ადრე ბევრს ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაფერი ეს, რაც ჩემი აზრით სიზმრიდან მახსოვდა, მაგრამ მალევე შევეშვი. სულაც არ მჭირდება მათი ცოდნა. ისიც მახარებს იმ კონკრეტულ მომენტში რომ მახსენდება -"მე ხომ ეს ვიცი!" ამდროს მეღიმება და ჩემს სხეულზე ჭიანჭველები დარბიან. ჩემს გულს კი რაღაც უცნაური და სასიამოვნო გრძნობა იბყრობს.
მქონია შმთხვევა, როდესაც ეს ყოველივე არასასიამოვნო მოვლენას უკავშირდებოდა და ფაქტიურად "მაცნე" ვხდებოდი. ამის შემდებ ერთ ან ორ კვირაში ის ადამიანი იღუპებოდა. ასეთი სიზმრის დროს ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა და არაფერი გამეხსენებინა, არადა ადამიანის გარდაცვალებბის შემდეგ მახსენდებოდა რომ მე მისი სახლი, ეზო, სახელი ან რაიმე სახასიათო და "მისი" ნანახი მქონდა და გონება რომ დამეძაბა და მეტი ყურადღებით მოვპყრობოდი ვინ იცის, იქნებ სიკვდილის წინ მეხილა ის პიროვნება. თუმცა რამდენადაც ვერაფერს შევცვლი, ვცდილობ აღარ ვიყო მაცნე მსგავსი სიტყვებით "მალე ვიღაც მოკვდება".

ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე კიდევ, მოუთმენლად ველოდები 27-ს. დავაკვირდი და ვნახე, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებიც ჩემ ცხოვრებას ცვლიან შვიდიანით მთავრდება. და არა მარტო წლოვანების შვიდიანები, ბევრი სხვა შვიდიანია ჩემს ცხოვრებაში მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკის გამომხატველი შვიდიანია. ორი ასეთი, რთულად თუ ადვილად უკვე გადავლახე. იყო სირთულეები,  რომლებიც გადაულახავი მეგონა, იყო იმედგაცრუება, იყო ტკივილი, იყო ტყუილი, იყო სიხარული და იყო ბედნიერება. წინ კიდევ ბევრი შვიდიანები მელოდება ალბათ.

ვიცი საკუთარი ცხოვრების მართვა თავად უნდა მოვახერხო, ამიტომაც ერთადერთი განუყრელი მეგობარი მყავს სახელად "მე". მან ჩემზე მეტი იცის, ამოტომ ხშირად ვჩხუბობთ ხოლმე. ჩემი გადადგმული ნაბიჯები არ მოსწონს... ვიცი ჩემთვის კარგი უნდა, მაგრამ მე ხომ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ....


ალბათ ხანდახან დამთმობი უნდა ვიყო...

No comments:

Post a Comment