სახლი მინდა მქონდეს, თბილი და ფერადი
როცა მშია,
როცა მტკივა,
როცა მიხარია,
როცა ცუდად ვარ,
როცა განვიცდი,
როცა მეძინება,
როცა მეგობარი მჭირდება,
როცა სუნთქვა მინდა - სახლში გავრბივარ.
ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება სახლიდან შორს ვიყო, შევძლო საკუთარი თავის რეალიზაცია, ვირწმუნო "მე"-სი, გადავწყვიტო თავად, პასუხიც მევე ვაგო.... თუმცა "მიჯაჭული" ვარ სახლზე! რთულია ყველაფრის მარტო "მეთი" განსაზღვრა როცა იცი, სახლში შენთვის საყვარელი ადამიანები გელოდებიან. როცა მათ შენი ყველაფერი აინტერესებთ, უხარიათ და სტკივათ შენთან ერთად.
თუმცა, ეს ალბათ ხელს სულაც არ მიშლის, თბილი და ფერადი სახლის ქონაში. მთავარი რწმენა და მონდომებაა! (რასაც წუთში ასჯერ მაინც გიმეორებ)
No comments:
Post a Comment