ჩემო პაწაწუნა ჯერ არ მოვლენილხარ ამ ქვეყანას და უკვე რამდენი რამე გადაიტანე. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და უზომოდ მიყვარხარ. მაპატიე, არ მინდა შენთვის თუნდაც ოდნავი დისკომფორტის შექმნა მაგრამ ვერ ვარ ისეთი მაგარი როგორიც შენ გენდომებოდა. ვნერვიულობ, სულ მეჩქარება, ვშფოთავ, ღამე ცუდად ან სულ არ მძინავს... მაგრამ ამით ჩემ თავს ვნებ - შენ წაიღე ჩემგან თუ რამე კიდევ დამრჩა თუნდაც შენთვის გამოსადეგარი :)
შენ ძალიან ძალიან კარგი მამიკო გყავს, გეფერება, გელაპარაკება გკოცნის და გელოდება. ძალიან მინდა მისი თვისებები გქონდეს - მზრუნველი, მოსიყვარულე, პასუხისმგებლიანი, ჭკვიანი და კეთილი პრინცია. უფლის ყოველთვის მადლიერი ვარ, არასდროს მტოვებს მარტო, ყოველთვის მაჩვენებს გზას და დასაყრდენ ადამიანს გვერდით. სწორედ ასეთი მყავს ცხოვრების მეგზურად - ადამიანი რომელიც ჩემთან ჩემივე თავის გამართლებას ცდილობს. რომელიც გულში მიკრავს და ხელებს მაგრად მხვევს. რომელსაც მეუბნება რომ ძლიერი და ჭკვიანი გოგო ვარ.
მწყინს რომ ჩემგან ნუგეშს არ ელის - არ იძახის რა სწყინს, გულს ვინ და რატომ სტკენს... ალბათ ცდილობს არ მანერვიულოს - ზრუნავს ჩემზე და შენზე. ჩემი სუუუუპერ ბიჭები ხართ თქვენ!
Wednesday, December 18, 2013
Monday, April 15, 2013
15/04/2013
ვიფიქრე, გეყო ქეთევან, ქაჯივით იქცევი, შეხვდი ერთხელ, კიდევ რამდენი ხანი უნდა იძახო - არ მცალია, თუნდაც ნახევარი საათით.
დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე ვიყავი, მანქანაში ვიჯექი და ძალიან ვბრაზობდი მის არაპუნქტუალურობაზე. ნახევარი საათი ველოდე... კაფე-ბარები გადაჭედილი იყო, რა თქმა უნდა ამაზე უარესად გავბრაზდი. მე შეხვედრაზე დავთანხმდი და მან არაფერზე იზრუნათქო. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა რომ მე მანქანით ვიყავი, "ვითომ" ჯელტმენობა გამოიჩინა და სახლამდე მანქანით მიმაცილა. თან გზაში საერთოდ მოურიდებლად - ნინის უნდა გავუაროო - ჩაისვა "ვიღაც" გაწეწილ თმიანი გოგო მანქანაში და ასე გამომყვა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში. თუმცა სვეტაფორმა დამიჭირა და ლაშაც გვერდით დამიდგა, მისი მანქანიდან კი ხუჭუჭა თმიანი გოგო გამალებით მიქნევდა ხელს და მიცინოდა. როგორც იქნა მივედი სახლში....
მიუხედავად ჩემი არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულებისა მისდამი, ასევე ბევრი უარის შემდეგ მეორედაც შევხვდი. ამჯერად ათიოდე წუთი მომიწია ლოდინი.
სანამ კაფეში შევიდოდით ალკოჰოლის სუნი მეცა, მოურიდებლად ვკითხე - სად დალიე? უბრალოდ დამაინტერესა, სამსახურიდან მოვდივარო რომ გეკითხა... სამსახურში დავლიეთ ცოტა -ასევე დაუფარავად მიპასუხა. კაფეში პირისპირ დავჯექით, სანამ ოფიციანტი მოვიდოდა ხელზე ხელი მომკიდა და მაკოცა. შევცბი, მისი გამბედაობა ალკოჰოლს დავაბრალე. თუმცა გავბრაზდი - როგორ გამიბედათქო...
მენიუ გადავშალე და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე ნაყინით. დაჟინებით მიცქერდა, მენიუში არც კი ჩაუხედავს. თითქოს დაიბნა როცა ოპიციანტმა კითხა თქვენ რას მიირთმევთო, მეც იგივე - დაუფიქრებლად უპასუხა.
საუბარი არ ეწყობოდა... როგორც იქნა მოიტანეს ჩვენი შეკვეთა.
ცხელ გულზე ცივი ნაყინის ჭამა დავიწყე. ჩემ თავზე გავბრაზდი - რატომ შეხვდი მეორედაცთქო. სანამ მე ჩემ თავს ვეჩხუბებოდი - მზერა ვიგრძენი, ოღონდ მე არ მიყურებდ,. ჩემს თეფშს უყურებდა ზიზღით აღსავსე თვალებით... ჭამა შევწყვიტე. თუმცა არ ვსაუბრობდით. მე დავარღვიე დუმილი - რატომ არ ჭამ? (არც მე ვჭამდი), კი ვჭამ და ნამცხვრის "ძიძგნა" დაიწყო. წავალ მეთქო. არა არა, ჩემ მეგობარს გაგაცნობო და სადღაც დარეკა.
ცოტა ხანში მოვიდა მაღალი, ჩემი შეფასებით ასაკით დიდი მამაკაცი, ხელში მომცრო ზომის შავი პაპკით.
ლაშა ჩემ გვერდით გადმოჯდა და მომეყრდნო, ხელი მომხვია, შიგადაშიგ ლოყაზე მკოცნიდა... ახალ მოსული რაღაცეებზე საუბრობდა, თუმცა არც კი მახსოვს. ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე - რომ ამდენის უფლებას ვაძლევდი და ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი.
დაახლოებით ერთი თვე ან მეტი არ შევხვედრივარ... თბილისსში არ ვიყავი. ყოველ დღე მირეკავდა, მწერდა, უბრალოდ მკითხულობდა.
რომ ჩამოვედი კიდევ ერთი "ძმაკაცი" გამაცნო. მისი მანქანის მიმართ აღფრთოვანება არ დამიმალავს, თუმცა ჩემი დასკვნა იმის თაობაზე რომ "კარგი მანქანები მამიკოს დეგენერატ და გაუნათლებელ ბიჭებს" ყავთ არ დამვიწყნია. არც თავხედი და არც სნობი არ აღმოჩნდა ახალი ნაცნობი. პირიქით, სასიამოვნო პიროვნება იუმორის გრძნობით .
უკან მომავალ გზაზე ჩემს მანქანაში ვისხედით - უცებ მაკოცა. დავიბენი, გავბრაზდი და როგორც თითონ მითხრა გავწითლდი. "სხვისი ნაპირალი ჭიქიდან არ ვსვავ და შენ რატომ მაკოცეთქო", ბევრი იცინა. მე უფრო დავიბენი და გავბრაზდი - "გიყვარვარ?" მოულოდნელად ვკითხე. რა თქმა უნდაო და ჩამიხუტა.
მეთითონ არ ვიცი, სად ან როდის მოვასწარი ამ ღიპიანის ასე ყურებამდე შეყვარება, მაგრამ დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს!
გილოცავ სიყვარულის დღეს!

Wednesday, March 27, 2013
სიცხე მაქვს, ყელი მტკივა, თავი მისკდება...
მგონი ვკვდები.....
სახლში აურზაურია - სულ ასეა - როცა ყველზე მეტად მჭირდება რომ კარგად ვიყო, მაშინ ვხდები ავად....
სამშაბათს "ლაშას ბავშვები" მიფრინავენ. მე არ მინახავს და ისეთი ტემპით მივდივარ, ალბათ ვერც ვნახავ - ისე წავლენ.
ლაშა ნერვიულობს, ვითომ არ იმჩნევს. არადა ეტყობა როგორ განიცდის, სად იქნებიან, როგორ იქნებიან, რას შეჭამენ, რას დალევენ, სად ივლიან... დარწმუნებული ვარ ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობს და განიცდის : )

Tuesday, March 19, 2013
რაღაცნაირად მომინდა დღევანდელი "ვოიაჟი" მომეყოლა თქვენთვის...
კარი გამოვაღე და კიბეებზე ავრბოდი, როცა უკან მოიკეტა და მოჯახუნდა. დაცვას გაეღვიძა:
- გოგონა სტუდ ბილეთი გაქვს?
- რა თქმა უნდა! - თუმცა არც გავჩერებულვარ.
ფრთხილად დავაკაკუნე კანცელარიის კარზე და მერე შევაღე.
- გამარჯობათ, გუშინ დანართი დავტოვე ხელმოსაწერად.
- რა დატოვე?
- დანართი, დიპლომის დანართი - ქულები რომ წერია შიგნით.
- ააა ხოოო....
- მოაწერეს ხელი?
- კი, მაგრამ გვარი? ვისი დანართი გინდოდა?
- ნოზაძე, Noe Nozadze
- ნოზაძე, ნოზაძე... კარგი ხალხი ხართ ნოზაძეები.
- არა მე ქეთევანი ვარ! ქეთევან გორდეზიანი.
- რაა?
- ნოე ჩემი მეგობარია, მე ქეთევანი მქვია.
- ნოე ქვია მამას? საიდან ხართ?
- მე ქეთევანი ვარ! - გამოვსტაცე ხელიდან დანართი - მეათეზე მეთითონ გავატარებინებ ჟურნალში.
აშკარად ვერ გაიგო რა ვუთხარი, ისე მიღიმოდა. გამოვიკეტე კარი და წამოვედი.
ლიფტში მარტომ ვიმგზავრე - ოღონდ ახლა არ გაიჭედოს!
ჯერ დანართის გატანის წერილზე ხელმოსაწერად შევედი.
- რა აიღე?
- დანართი, მიმაქვს და გუშინ მითხრეს ხელი უნდა მოაწეროო.
- კარგი გვარს ჩავიწერ.
- ჩემი თუ ნოესი?
- გვარი შეიცვალე? ასე როგორ შეიძლება! ასე არ გაგატანთ, ქორწინობის მოწმობის ასლი ან ახალი პირადობა მინდა, აგეღო ჯერ ეს დანართი და მერე შეგეცვალა!
- ჩემი გატანილი მაქვს, ეს ნოესია. უბრალოდ ხელი უნდა მოვაწერო რომ გამაქვს.
- ნოე ვინაა?
- ჩემი კურსელი.
- გეთქვა მერე! მე მეგონა ახალ დანართს მთხოვდი!
- ჩემი სახელი და გვარით მოვაწერო ხელი?
- როგორც შენ გინდა.
რა თქმა უნდა ქეთევან გორდეზიანი დავწერე ^_^
ჩხენკელი დავინახე და კაბინეტში შევედი.
- სადაა შენი პადრუგა?
- ეკა?
- არა აი ის გოგო, ბიჭთან ერტად რომ დადის ხოლმე.
- ხო, Ekaterine Kobiashvili და Nodo Gujabidze არიან
- იყვნენ, მაგრამ სად არიან?
- მუშაობენ, მოვლენ მერე...
- კარგი გადაწერე მოცემულობა, მოიძიეთ მასალები და უთხარი იარონ.
შემდეგ ცხრილში ქალაქგეგმარება ეწერა... სურვილის არ ქონის მიუხედავად კარი მაინც შევაღე.
- ვის ეძებ?
- არავის, თქვენი ლექცია მაქვს.
- შემოდი და გვარი?
- გორდეზიანი, ქეთევან გორდეზიანი.
- რომ არ მხსოვხარ?
( რომ არ გახსოვდი მაგიტო დამიწერე 41 ქულა...)
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან გაქვს ლექცია?
- კი... აი დავინახე გორდეზიანი! ოღონდ ქეთევანი მქვია, აქ კი ეკატერინე წერია შეცდომით.
- შეცდომით კი არ წერია არ იცი რა გაქვს... ცოტაა შენსავით გზააბნეული ამ აკადემიაში?!
- არა ნამდვილად მე ვარ. აი კობიაშვილი, გუჯაბძე, Марям Дадунашвили.... ესენი ჩემი ჯგუფელები არიან...
- კარგი, გადაგასწორებ... აჰა დავწერე ქეთევანი, მაგრამ ეს ჩხენკელის ჯგუფია. ხომ გითხარი არ გიცნობთქო...
- მე ქალაქგეგმარება მაქვს ეხლა.
- აჰა... ერთიდაიგივე ცხრაჯერ უნდა მალაპარაკოთ ხომ?
- კარგით, წავალ და მერე მოვალ.
- არსად არ წახვალ, არაფერი თქვენ არ იცით... არც დადიხართ, რას გინდათ საერთოდ მიაღწიოთ მე არ ვიცი!
"მარშუტკაც" უჩვეულო შემხვდა. მძღოლი აბსოლიტურად მშვიდი იყო, აი მის უკან მჯდომარე ქალი კი აქტიური....
- შეხედე სად მოდის, არ უნდა დაუსიგნალო?
- დაწყნარდით ქალბატონო...
- ნახე ისე ჩავიდა ფული არ გადაუხდია, არ უნდა გალანძღო? საყვედური მაინც გეთქვა!
- ქალბატონო იქნებ ფიქრებში იყო გართული და დაავიწყდა გადახდა, პატიოსანი ყმაწვილი ჩანდა - გამოექომაგა მეორე.
სანამ მარშუტკაში ამ ქალის რჩევა დარიგებები ისმოდა, ძველი მერიის წინ RANG ROVER დავინახე, სანომრეზე მხოლოდ K ეწერა... გავერთე და ფიქრებში წავედი... ჩემსას KGG ან k.Gordeziani ეწერებოდა...
ავლაბარში ვიყავით უკვე რომ გამოვფხიზლდი... რთულად, მაგრამ ღიმილით გამოვერკვიე - ჩვენი აქტიური ქალბატონი რადიოს აჰყოლია და " ქალს ერთი უნდა უყვარდეს" ცოცხალი შესრულება იყო :)

Monday, March 18, 2013
Saturday, March 16, 2013
მასთან ერთად და მის გარეშე
გუშინ ჩემი 23-ე დაბადების დღე იყო ♚ ♋
ყველაზე მაგარი ძმა მყავს მთელს დედამიწის ზურგზე! ახალი ჩანთა, საფულე და ჩექმები მაქვს. ყველაზე ლამაზები ^_^ ❀ ❁ ✿
საყვარელია ლევანის ეკაც ツ ლამაზი მინანქრის ბეჭედი მაჩუქა. მანქანაში უცებ მაჩუქა
და გაიქცა ツ საყვარელი პატარა გოგო!
ანი მარტო მოვიდა - დათო არ წამომყვაო... ლამაზი საყურეები მაჩუქა.
ჩემი ანი ყველაზე კრეატიულია! ჩემი ოცნებები გააერთიანა და გულზე "დამკიდა" ㋡
ჩემმა დეიდულამაც ჩანთა მაჩუქა, ლამაზი, იასამნისფერი. ✌
ეკამ სუნამო მაჩუქა - რომელიც ძალიან მომწონს! იგივე - მხოლოდ მამაკაცის ახალ წელს გოჩას ვაჩუქე ㋡
გიომ და ელემ კულონი მაჩუქეს, ლამაზი და საყვარელი. ელისო ისეთი გამოპრანჭული იყო - მისი დაბადების დღე გეგონებოდა.
ლევანის "ძმები" იყვნენ, დაბადების დღე მომილოცეს :) და დიიიდი თაიგულით...
ნუ კიდევ ბევრი საჩუქრები მივიღე და კიდევ ბევრი სტუმრები იყვნენ.... ზოგმა დამირეკა და ისე მომილოცა...
მაგრამ ყველას ვიცი რომ გაინტერესებთ :) მან სუნამო მაჩუქა. მისი ხათრით "მივისხურებ" ხოლმე ❤

P.s. დიდი ხანია პოსტში ჩამატება მინდოდა და მხოლოდ დღეს მოვახერხე. მეგონა CHANEL მხოლოდ იმ ერთადერთი არომატით იყო რასაც "დიდი დეიდები" ისხურებდნენ და მოტკბო სურნელი ასდიოდათ. როცა ვნახე საჩუქარი - ვიფიქრე, მაჩუქა იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, ანუ თვლის რომ მეც "ყველა" ვარ... თუმცა რომ გავხსენი სასიამოვნო სურნელი იყო. სულაც არ იყო ის CHANEL რაც მე ვიცოდი. ახალი სხვა, თითქოს სიცოცხლით სავსე : ) ძალიან მომეწონა! მადლობა ჩემო ტკბილო!
Wednesday, March 13, 2013
უფ რამდენი ხანია არაფერი დამიწერია....
არადა ხანდახან უცებ მომინდება ხოლმე რომ ბეეევრი დავწერო, მერე გადამივლის...
ორ დღეში ჩემი დაბადების დღეა, დიდი გოგო ვხდები ^_^ მთელი 23 წლის! თუმცა მჯერა, რომ ჩემი მამაკაცებისთვის ყოველთვის პატარა ვიქნები :) პატარა, სუსტი და დაუცველი. (თუმცა ალბათ თითოეული მათგანი "თავისთვის" დარწმუნებულია ჩემს სიმამაცეში ) მომწონს, როცა ჩემზე ზრუნავენ. სტიმული მეძლევა მეც ზრუნვის.
ჰმ... ყველაზე სასაცილო და საყვარელია : ) ჯერ თითქოს შემამზადა და მერე ფრთხილად მკითხა - საჩუქარი მერე რომ გაჩუქო ხომ არ გეწყინებაო. ვითომ არ იმჩნევდა არადა საკმაოდ ნერვიულობდა. ნუთუ ასეთი კრუელა ვარ საჩუქარზე რომ ვიჩხუბო? : )))
მომეწონა ბაკურიანიდან ჩამოსვლა! რაღაც უფრო მზრუნველი და თბილი მეჩვენა. მოვნატრებივარ ♥

ხშირად უნდა წავიდე ხოლმე სადმე ☼
Subscribe to:
Posts (Atom)